ელიტური კორუფციის ფაქტი, რომელშიც მაღალჩინოსნის ცოლის გვარი ფიგურირებს. საქართველოდან გაქცეული ბიზნესმენი გიგი უგულავას მეუღლეს ე.წ. ატკატის აღებაში ამხელს. ბესო მარგიანი თბილისის მერიის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი იყო. სწორედ მას ევალებოდა ქალაქის მთავრობის მიერ დაფინანსებული გასართობი ღონისძიებების ორგანიზება. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ გადახდილი თანხიდან ასეულობით ათას ლარს ე.წ. ატკატის სახით ლელა კილაძე იღებდა. კილაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურული ღონისძიებების სამსახურს ხელმძღვანელობს. ბიზნესმენის საჩივარს პროკურატურაში სწავლობენ.