ევროპული მედია: დანიის სამხედრო დაზვერვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ევროპელ ლიდერებზე ფარული თვალთვალის განხორციელებაში ეხმარებოდა

ევროპული მედია: დანიის სამხედრო დაზვერვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ევროპელ ლიდერებზე ფარული თვალთვალის განხორციელებაში ეხმარებოდა

დანიის სამხედრო დაზვერვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ევროპელ ლიდერებზე, მათ შორის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე, ფარული თვალთვალის განხორციელებაში ეხმარებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული მედიასშუალებები Süddeutsche Zeitung-ი, ARD და WDR ავრცელებენ.

მედიასაშუალებების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო დანიის სამხედრო დაზვერვის დახმარებით, დანიის საკომუნიკაციო კაბელებს იყენებდა ინფორმაციის შესაგროვებლად გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის მაღალჩინოსნებზე, მათ შორის გერმანიის კანცლერზე.

არსებული ინფორმაციით, დანიის მთავრობამ ქვეყნის სამხედრო დაზვერვის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან თანამშრომლობის შესახებ, სავარაუდოდ, 2015 წელს შეიტყო და ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, 2020 წელს დანიის მთავრობამ თავდაცვის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობა მთელი შემადგენლობით გადააყენა.

გავრცელებული ინფრომაცით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო თვალთვალს ახორციელებდა ანგელა მერკელზე, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერზე მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში და კანცლერობის კანდიდატზე სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, პერ შტაინბრუკზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ მოკავშირეებზე ფარულ თვალთვალს ახორციელებდა, 2013 წელს გახდა ცნობილი.