რუსეთის საგარეო უწყება: თუ ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს დაუწესებს, რუსეთი ბელარუსს დაიცავს და მას დაეხმარება

რუსეთის საგარეო უწყება: თუ ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს დაუწესებს, რუსეთი ბელარუსს დაიცავს და მას დაეხმარება

იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს დაუწესებს, რუსეთი ბელარუსს დაიცავს და მას დაეხმარება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დიმიტრი ბირიჩევსკიმ განაცხადა.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს პარტნიორს, დავეხმარებით ბელარუსს. ის, რასაც დასავლეთში ბელარუსის წინააღმდეგ იგონებენ, აბსოლუტურად ნეგატიურ ემოციებს იწვევს, რადგან, პირველ რიგში, მომხდარის გამოძიება უნდა ჩატარდეს და მხოლოდ შემდეგ უნდა იფიქრონ რეაქციაზე“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.