აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ მანდატების კონსტრუქციულად გამოყენებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ მანდატების კონსტრუქციულად გამოყენებისკენ მოუწოდებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს, საქართველოში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გამოაცხადა, რომ მისი პარტიიდან არჩეული პარლამენტის წევრები პარლამენტში შევლენ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 150 დეპუტატიდან თითქმის ყველა შეასრულებს საქართველოს მოქალაქეების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მინიჭებულ მანდატებს. ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.