სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, არა აივაზიანი თანამდებობიდან გადადგა.

არა აივაზიანი საგარეო საქმეთა მინისტრად 2020 წლის 18 ნოემბერს დაინიშნა მას შემდეგ, რაც თანამდებობა ზოგრაბ მნაცაკანიანმა დატოვმა. ორივე მინისტრმა თანამდებობა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების ფონზე დატოვა.

დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის გადასვლის მცდელობისას 6 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ 6 სომეხი სამხედროს ტყვედ აყვანას პროვოკაციად აფასებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.