ქალაქ სან-ხოსეში სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქ სან-ხოსეში სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ქალაქ სან-ხოსეში (კალიფორნიის შტატი) სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სროლა სარკინიგზო კომპანიის კომპლექსის ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია. თავდასხმის მოტივი უცნობია.