ზურაბ ქადაგიძე გოლეთიანს: ეს არის ულტიმატუმი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ღია კონფრონტაცია საზოგადოებასთან

ზურაბ ქადაგიძე გოლეთიანს: ეს არის ულტიმატუმი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ღია კონფრონტაცია საზოგადოებასთან

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:

„არასდროს დამიფიქსირებია სუბიექტური დამოკიდებულება "ნამოხვანჰესთან" დაკავშირებით, იმიტომ რომ ვუსმენ,როგორც ერთ ისე მეორე მხარეს და ვთვლი,რომ ყველა საკითხი საგნობრივი დისკუსიის დროს უნდა გადაწყდეს.

თუმცა....

დღევანდელი მოცემულობა უკვე კარგა მანძილით დაშორდა კონკრეტულ საკითხს და პრაგმატიზმიდან პოლიტიკურ პრიმიტივიზმში გადაიზარდა.

ანუ...

ულტიმატუმი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ღია კონფრომტაცია საზოგადოებასთან.

-მოვახდენთ ქალაქის პარალიზებას!

-26 მაისის აღლუმი ჩატარდეს არა სახელმწიფოს,არამედ პროტესტანტების აქციების ფარგლებში!

ბევრჯერ შეირყა ეს ქვეყანა დაუფიქრებელი და გაუაზრებელი მოქმედებებით...

ბევრჯერ მოხდა დაპირისპირება ირაციონალური ლოზუნგების გამო...

ბევრჯერ აღმოვჩნდით "სასარგებლო იდიოტების" როლში ჩვენი მტრების სასიკეთოდ...

ამიტომ

ხომ არ ჯობია ჩვენს საქციელს, ცოტა აზრი დავაყოლოთ სანამ გვიანი არ არის?

P.S.

დედაქალაქი სტუმარ-მასპინძლობით არ გამოირჩევა მხოლოდ“...

amo ჰოდა ძალიან ცუდი ამ საკითხის გადაჭრისთვის რომ არ აქტიურობდით (ცნობადი სახეები), ჰოდა გააქტიურდა ის მხარე ვინც უნდა გააქტიურებულიყო (ვარლამი პაიკია).
4 წლის უკან