ლიეტუვის პრეზიდენტი: ბელარუსის საჰაერო სივრცე არაუსაფრთხოდ უნდა გამოცხადდეს

ლიეტუვის პრეზიდენტი: ბელარუსის საჰაერო სივრცე არაუსაფრთხოდ უნდა გამოცხადდეს

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცე არაუსაფრთხოდ უნდა გამოცხადდეს.

„ბელარუსის საჰაერო სივრცე გამოცხადდეს არაუსაფრთხოდ, ევროკავშირის აეროპორტებმა არ უნდა მიიღოს ბელარუსის თვითმფრინავები, უნდა ჩატარდეს გამოძიება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ და რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები უნდა დაწესდეს“, - დაწერა ლიეტუვის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა მინსკში ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.