ესპანეთმა 6 500-ზე მეტი მაროკოელი მიგრანტი უკან დააბრუნა

ესპანეთმა 6 500-ზე მეტი მაროკოელი მიგრანტი უკან დააბრუნა

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაროკოდან ჩასული 8 ათასამდე მიგრანტიდან 6 500-ზე მეტს ქვეყანაში დარჩენის უფლება არ მისცეს და უკან, მაროკოში დააბრუნეს.

ათასობით მიგრანტი ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩავიდა. ქალაქიდან მათ გასაძევებლად ჯარიც გამოიყენეს.

სეუტა არის ესპანეთის ავტონომიური ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში. ესაა ნახევარანკლავი მაროკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, გიბრალტარის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში. მაროკო ქალაქს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და ითხოვს მის დაბრუნებას. ქალაქის მოსახლეობა 85 ათასამდეა. ძირითადად, აქ არაბები, ბერბერები, ესპანელები, ფრანგები ცხოვრობენ. ქალაქში მოქმედებს სამხედრო და თევზსაჭერი ნავსადგურები.