Reuters: 26-27 მაისს ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავა

Reuters: 26-27 მაისს ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 26-27 მაისს ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ეწვევა, რათა ღაზის სექტორში ზავის შესრულება ადგილზე შეაფასოს. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრნობით სააგენტო Reuters-ი წერს.

მათივე ინფორმაციით, ტურნეს ფარგლებში ბლინკენი ასევე ჩავა ეგვიპტესა და იორდანიაში.

ისრაელმა და „ჰამასმა“ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 20 მაისს გამოაცხადეს.