სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე დღეს სიკეთის კეთების მნიშვნელობაზე იქადაგა.
პატრიარქმა მრევლს გაჭირვებული ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდა. "როდესაც ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს გაჭირვებული ადამიანისთვის, ამ მოწყალებას პირდაპირ მიჰყავს ადამიანი სასუფეველში. უნდა ვეცადოთ არც ერთი დღე არ დაღამდეს ისე, რომ რაღაც სიკეთე არ გავაკეთოთ გაჭირვებული ადამიანისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგების დასასრულს უწმინდესმა რამდენიმე დეკანოზს მიტრა გადასცა და გვარები დალოცა.