პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ამერიკაში გაემგზავრა. ეს საზღვარგარეთ, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტია ამ სტატუსით.
როგორც დავით უსუფაშვილმა გამგზავრების წინ ჟურნალისტებს განუმარტა, შეხვედრები გაიმართება აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან და სენატორებთან. მოეწყობა საჯარო გამოსვლები და იქნება შეხვედრები სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დელეგაციაში შედიან თედო ჯაფარიძე და ირაკლი ჩიქოვანი.
ვიზიტი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება,დელეგაცია საქართველოში მომავალ კვირას დაბრუნდება.