გელა მამუკაშვილი: გავიზარდეთ თუ ისევ იმ ერად დავრჩით, რომლის წიაღშიც ადვილად იკიდებენ ფეხს მესიები, პოპულისტი ლიდერები და სხვადასხვა ჯურის მსხვილფეხა თუ წვრილფეხა ავანტურისტები     

გელა მამუკაშვილი: გავიზარდეთ თუ ისევ იმ ერად დავრჩით, რომლის წიაღშიც ადვილად იკიდებენ ფეხს მესიები, პოპულისტი ლიდერები და სხვადასხვა ჯურის მსხვილფეხა თუ წვრილფეხა ავანტურისტები     

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:                                         

„თამამად ვიტყვი, რომ გზაგასაყარზე ვიმყოფებით. მთავარი დილემა, რის წინაშეც დღეს ვდგავართ, არის საკითხი, გავიზარდეთ თუ ისევ იმ ერად დავრჩით, რომლის წიაღშიც ადვილად იკიდებენ ფეხს მესიები, პოპულისტი ლიდერები და სხვადასხვა ჯურის მსხვილფეხა თუ წვრილფეხა ავანტურისტები.                                                  

ერის დიდ ნაწილში ავთვისებიანი სიმსივნესავით გამჯდარი მესიანიზმის სენი არაერთ ადამიანს უქმნის მოტივაციას, რათა მარჯვედ ისარგებლოს აღნიშნული გარემოებით და ცრუმესიანისტური გზავნილებით ოლომპის მწვერვალზე თუ ვერა, მიმდებარე ბორცვზე მაინც დაიკავოს ადგილი.                                                                      

აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლის ნებისმიერი პრეტენდენტი უნდა აცნობიერებდეს, რომ მას მოუწევს  ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე და მომთხოვნი საზოგადოების ფილტრის გავლა, რომელიც აღარ დაუშვებს იგივე წრეზე ტრიალს, რა წრეშიც ვიმყოფებით ბოლო 30 წლის განმავლობაში.                                                     

ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ძლიერი, პატრიოტი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ოპოზიცია, რომელიც უპირველეს ყოვლისა, იქნება ადეკვატური. აღნიშნულ კრიტერიუმებს ხელისუფლება ოპოზიციას ვერ დაუწესებს, თავად უნდა გამონახონ საკუთარ თავში ზნეობრივი და ინტელექტუალური რესურსი.                           

აშკარა და სრულიად ნათელია, რომ "ძველ ოპოზიციას", ანუ ნაცმოს სატელიტებითურთ პულსი ძნელად ესინჯება, არტერიული წნევა კატასტროფულად ეცემა და ვერანაირი შოკური თერაპიის სეანსები ამ ძალებს ვერ აღუდგენს  სიცოცხლისუნარიანობას.  ინერციით კიდევ "გაქაჩავენ" მცირე ვადით, მაგრამ ეს ინერცია  მინავლდება და სულ მალე სტატიკურ მდგომარეობაში გადასული ნაცთა მოშლილი აგრეგატი შეგვრჩება ხელთ.                                        

ძალიანაც კარგი, მალე მომელოცოს!                     

მაგრამ რას ვიღებთ სანაცვლოდ?!                                              

სრულიად ცალსახად და  მკაფიოდ... ახალი პოლიტიკური ძალა, გახარიას მოძრაობა იქნება ეს, ვასაძის თუ კიდევ სხვა ვინმეს გაუჩნდება პრეტენზია(არის ამის ნიშნები), არ და ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი, თუ აქცენტს გადაიტანს ნეგატივზე და ეცდება საზოგადოების, ამომრჩევლის გაბრუებას "სუსტი და უუნარო ქართული ოცნების" ყავლგასული ძახილით.                        

კარგად დაიმახსოვრეთ და სამომავლო საქმიანობაში უცილობლად გაითვალისწინეთ, რომ "ქართული ოცნება" ის მძლავრი, მუდმივად განახლებადი და ქმედუნარიანი პოლიტიკური ძალაა, ვინაც მოახერხა და  უპრეცედენტო  შედეგი მიიღო--ქვეყნის მართვის სადავეები მესამე საპარლამენტო ვადით შეინარჩუნა...და რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული შეძლო მშვიდობის შენარჩუნების პირობებში, ომებისა და სერიოზული  შიდაკონფლიქტების გარეშე . "ქართულმა ოცნებამ", მიუხედავად არაერთი შეცდომა-გადაცდომისა, მიუხედავად არნახული წნეხისა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ,  დიდი მოთმინებით და მეთოდურად მიიყვანა ნაცმოძრაობა გაქრობის პირას და ახლა ამ დამანგრეველი ძალის რექვიემს უკვეთავს...ესეც მალე იქნება.                                         

ლევან ვასაძის მიმართებაში დიდი მოლოდინები არ მაქვს, ის მოახდენს რეტროგრადულად განწყობილი საზოგადოების ნაწილის კონსოლიდაციას, მემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევარ ადამიანებს მათდაუნებურად მოაქცევს მემარცხენე-რადიკალურ ჩარჩოებში და დროებით გააბრუებს ეროვნულ-პატრიოტული შინაარსის გზავნილებით.                                                         

გიორგი გახარია სულ სხვაა. მიუხედავად მისი გუნდის გამორჩეული წევრების მხრიდან გადადგმული არაკვალიფიციური,  არაკონსტრუქციული, პარტიკულარულ კლიშეებში მოქცეული წინდაუხედავი ნაბიჯებისა...მიუხედავად თავად გახარიას ყოვლად მიუღებელი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უპასუხისმგებლო გადადგომისა, გადამწყვეტ როლს ითამაშებს თავად მისი პიროვნული ფაქტორი, რომელიც გადასწონის მისი გუნდის წევრების გაუაზრებელ, ვითარებისადმი შეუსაბამო განცხადებებს და წინდაუხედავად გადადგმულ ნაბიჯებს. მაგრამ ეს იქნება დროებითი მოვლენა, ვინაიდან თუ ბატონი გახარია  იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს, თუ მთავარ აქცენტს გადაიტანს ნეგატივზე, თუ მოახდენს უსახურ ფეიქმეიკერთა და პირმოთნე , გაუწონასწორებელი ადამიანების წახალისებას, აუცილებლად გაიზიარებს "ქართული ოცნებიდან" წასულ იმ პოლიტიკოსთა ბედს, რომლებმაც მანამდე სცადეს იგივეს გაკეთება.                                                    

სამწუხაროდ, აშკარად იკვეთება იმის ნიშნები, რომ ბატონი გახარია, იმის ნაცვლად, რომ ახალი, სრულიად განსხვავებული ნიშის დაკავებას ცდილობდეს, მისი(გუნდის) მცდელობები არის ნაცების ჩანაცვლება, მათი ადგილის დაკავებისთვის ბრძოლა, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია.                                                      

სრულიად გულწრფელად...ძალიან არ მინდა, რომ მოვლენები ამგვარი სცენარით განვითარდეს. 

დაბოლოს, ისევ საზოგადოების დამოკიდებულებით დავასრულებ...პოლიტიკოსებს ჩვენ ვრყვნით, მეგობრებო. ჯანსაღ გარემოს თუ დავახვედრებთ, გარყვნილებისკენ მიდრეკილები პოლიტიკისკენ არც კი გაიხედავენ".

Ninja ჩემს ფიქრებში და სულში ზიხართ ბატონო გელა. 1000%-ით ვეთანხმები თითოეულ სიტყვას. ??????
4 წლის უკან