ნიკა მელია სააკაშვილთან შეხვედრაზე:  ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ - მჯერა, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც

ნიკა მელია სააკაშვილთან შეხვედრაზე:  ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ - მჯერა, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას თქმით, სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც შეხვდება. ამის შესახებ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლის შესახებაც ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ნიკა მელიას თქმით, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

"2 წელი და 7 თვეა ჩვენ არ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა. მე ფიზიკურად პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანას. მიშას სამწუხაროდ, დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. მჯერა, რომ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში ჩვენ კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც, ეს ასეც უნდა იყოს და შეუძლებელია სხვაგვარად მოხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია საერთო სტრატეგია იყოს შემუშავებული, მტერი არ გავახაროთ. უამრავი ხაფანგი დაგებული დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი, ბევრი ადამიანი ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ რაიმე გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში. ჭორებს ავრცელებენ, თითქოს მიშასთან დაძაბული ვითარება მაქვს, რაც არის პირიქით. იმაზე გონიერი ხალხია ოპოზიციაში და “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიდრე მავანს გონია, ამიტომ არავის მივცემთ უფლება პროვოკაციაზე წამოგვაგოს და სახელმწიფოებრივი საფუძვლები ბოლომდე ამოიშანთოს. მთავარია ჩვენ თვითონ ვირწმუნოთ საქართველოში, პოლიტიკოსებმა, რომ გამარჯვება შეგვიძლია, ჩვენ თუ არ ვირწმუნეთ როგორ უნდა ირწმუნოს მოსახლეობამ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

amo ნიკა მელიას თქმით, სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც შეხვდება. საინტერესოა ნაცმოძრაობის რამდენ პროცენტს სჯერა ეს ზღაპარი.
4 წლის უკან