ლევან იოსელიანი: ევროპარლამენტში ყველა ერთხმად ამბობს, რომ სასამართლოს რეფორმაზე ყველა ძალამ შეთანხმება უნდა შევძლოთ

ლევან იოსელიანი: ევროპარლამენტში ყველა ერთხმად ამბობს, რომ სასამართლოს რეფორმაზე ყველა ძალამ შეთანხმება უნდა შევძლოთ

მე პირდაპირ ვუთხარი ევროპარლამენტის წევრებს, რომ რაც არ უნდა კარგი კანონპროექტი დააინიციროს მმართველმა პარტიამ, თუ არ იქნება ოპოზიციის ჩართულობა, მაშინ ამ კანონს ნდობა ვერ ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში ყველა ერთხმად ამბობს, რომ სასამართლოს რეფორმა არის ის საკითხი, რომელზეც პოლიტიკურმა ძალებმა შეთანხმება უნდა შეძლონ.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტარებთან. მე ყველა შეხვედრაზე განვაცხადე, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ყველა პროცესში აუცილებელია და ოპოზიციის გარეშე არცერთ რეფორმას არ ექნება ნდობა არც აქ და არც საქართველოში. ოპოზიციამ რეფორმების გატარების პროცესში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. მე პირდაპირ ვუთხარი ევროპარლამენტის წევრებს, რომ რაც არ უნდა კარგი კანონპროექტი დააინიციროს მმართველმა პარტიამ, თუ არ იქნება ოპოზიციის ჩართულობა, მაშინ ამ კანონს ნდობა ვერ ექნება. ევროპარლამენტში ყველა ერთხმად ამბობს, რომ სასამართლოს რეფორმა არის ის საკითხი, რომელზეც პოლიტიკურმა ძალებმა შეთანხმება უნდა შევძლოთ. ამ კონტექსტში უნდა გამოვიყენოთ ჟან მონეს დიალოგიც, რომ ყველაზე რთულ საკითხზე შეთანხმება შევძლოთ. ამ თემაზე 30 წელია ვერ მოხდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კონსოლიდაცია და ვერ შევქმენით ამ დრომდე დამოუკიდებელი სასამართლო. დროა დავიწყოთ ამის კეთება. გვაქვს საარჩევნო კოდექსზე შეთანხმების მაგალითი, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ რთული პროცესი დასრულდა წარმატებით. დიდი იმედი მაქვს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მივიღებთ ერთხმად“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.