ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის

ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის

ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის. შესაბამისი გადაწყვეტილება ტარიელ ნაკაიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიამ დღეს პოლიტსაბჭოზე გადაწყვიტა, რომ პარლამენტში არ შედის.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ევროპულ საქართველოს", რათა მომეცა საშუალება პარლამენტში მოვხვედრილიყავი და შესაბამისად, ამ გუნდთან ერთად ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე. მე ველოდებოდი პოლიტსაბჭოს შეხვედრას, მეც გახლდით პოლიტსაბჭოს წევრი და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, ვემხრობი და ვუჭერ მხარს ამ მიმართულებით, თუმცა ჩემი სპეციფიკური ბეგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგენლობითი ფორმიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს უმცირესობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ყველა ის გამოკითხვა, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში ვაწარმოე, მაძლევს იმის საფუძველს, რომ დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი.

შევეცდები, რომ მაქსიმალურად წარმოვადგინო ის თემები, რომელიც აქამდე სამწუხაროდ, ნაკლებად განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში, ამიტომ მივიღე სწორედ ეს გადაწყვეტილება და ხვალიდან შევუდგები საპარლამენტო საქმიანობას",-განაცხადა ნაკაიძემ.