​​​​​​​კახა კუჭავა: ჩვენგან იქნება მოწოდება და თხოვნა, რომ ევროპარლამენტმა გამოაგზავნოს სადამკვირვებლო მისია და საკუთარი თვალით ნახონ ახალი საარჩევნო კოდექსის აღსრულება

​​​​​​​კახა კუჭავა: ჩვენგან იქნება მოწოდება და თხოვნა, რომ ევროპარლამენტმა გამოაგზავნოს სადამკვირვებლო მისია და საკუთარი თვალით ნახონ ახალი საარჩევნო კოდექსის აღსრულება

ევროპარლამენტში გამოთქვეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების სურვილი, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, ბრიუსელში ვიზიტისას განუცხადა.

„მნიშვნელოვანია ჩემი დღევანდელი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ზუსტად ამ საკითხებს განვიხილავთ. ჩვენგან ნამდვილად იქნება მოწოდება და თხოვნა, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში გამოაგზავნოს სადამკვირვებლო მისია და მათ საკუთარი თვალით ნახონ ახალი საარჩევნო კოდექსის აღსრულება. ჩვენ პრეზიდენტთან ჟან მონეს დიალოგზეც ვისაუბრებთ. როდის უნდა დაიწყოს, როგორ დაკომპლექტდეს და რა იქნება ჟან მონეს დიალოგის მთავარი თემები“, - აღნიშნა კუჭავამ.