მეცხრე არხის ექსკლუზივი. როგორ დაავალა გიორგი დგებუაძემ იგივე მასტერამ თანამშრომლებს მორიგე მაიორის წამება - თემურ ამირანაშვილი 2 წლის წინანდელი შემთხვევის შესახებ კამერის წინ პირველად ჰყვება. ბორკილებით დაბმა გამათბობელზე, მუქარა და შანტაჟი მაკომპრომეტირებელი ფოტო-მასალით-შეიარაღებული ძალების მაიორის მტკიცებით, სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მისგან რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობის აღიარებას მოითხოვდა. ამირანაშვილის ჩვენების გამო საქართველოდან წასულ გიორგი დგებუაძეს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას პატიმრობას დაუსწრებლად შეუფარდებენ. ბელა ზაქაიძე მუშაობდა თემაზე.