ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ადასტურებს.

„ცოტა ხნის წინ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის სანაპიროს მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს“, - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

ისრაელის არმიაში არ აკონკრეტებენ, თუ ვინ დგას ამ დარტყმის უკან.