ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ახლო აღმოსავლეთში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ახლო აღმოსავლეთში ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს. მხარეებს დაჟინებით მოვუწოდებ ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ. მათ სიმშვიდისა და მშვიდობისკენ მოვუწოდებ“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

13 მაისს ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება.