ნინო ზამბახიძე: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით – ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება

ნინო ზამბახიძე: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით – ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება

ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით – ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აქვეყნებს.

როგორც ზამბახიძე, სოციალურ ქსელში წერს, ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება გაიცემა იურიდიულ პირებზე. განაცხადის საფუძველზე მიიღებენ ერთ წლიან ლიცენზიას, მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებული იქნება წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლები.

“ვხვდები რომ კომუნიკაცია კვლავ პრობლემა თუმცა, არც ჩვენ ვაკლებთ როცა ან არ გვინდა რომ სწორად გავიგოთ ან უბრალოდ არ გვესმის.
არამერქნულზე ასეთი ამბავია:

ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება!

წლებია ბიზნეს ოპერატორები მეწარმეები ითხოვდნენ ლიცენზიას, რომ გამოეყენებინათ არამერქნული ტყის პროდუქტები. არსებული ცვლილებით ასეთი რესურსით კომერციული საქმიანობა დაიშვა რაც, ახალი რეგულაციის მიღებამდე, აკრძალული იყო.

არ არსებობდა არამერქნული რესურსის მოპოვების ლეგალური გზა, რის გამოც, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ კანონიერი ბიზნესი ეწარმოებინათ, განეხორციელებინათ რეალიზაცია, მათ შორის, ექსპორტი, რაც დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ახალი „ტყითსარგებლობის წესით”, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება გაიცემა იურიდიულ პირებზე. განაცხადის საფუძველზე მიიღებენ ერთ წლიან ლიცენზიას, მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებული იქნება წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლები”, – წერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ლაზი ამაზე უფრო ავტორიტეტულმა ვერავინ მოიცალა ასეთი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის კომენტირებისათვის?
ტყეში ფიჩხის მოსაგროვებლად, ფერმერები კი არა, ტყიანი სოფლების მოსახლეობა დადის. ეს მათი სიმდიდრე და საერთო საკუთრებაა და ცოცხალი (ნედლი) მერქნის გარდა, პირადი საჭიროებისათვის ყველაფრით თავისუფლად სარგებლობა უნდა შეეძლოთ.
გთხოვთ განმარტოთ, ფიჩხი (ბუნებრივად მოტეხილი ხეების ტოტები) მერქნული პროდუქტია თუ არა? მისით თავისუფლად სარგებლობა ნებადართულია თუ აკრძალული?
ნახევრად დამპალ ფიჩხს სახელმწიფო მოაგროვებს, დაასაწყობებს და გაყიდის? ღირს ვირი კიტრად?
ტყით სარგებლობას თავისი ტრადიციული წესები აქვს და კანონმდებელმა ეს უნდა გაითვალისწინოს. სხვა შემთხვევაში იმდენი ნიუანსები წარმოიშვება, მთელი პარლამენტი ვერ აუვა პასუხების გაცემას.
რამდენიმე წლის წინათაც დაიწყო რაღაც მსგავსი ღონისძიებების გატარება. ხალხში კი ამბად დადიოდა გლეხებს ეკალას მოკრეფას უკრძალავენო. მოკრეფილი ეკალა რომ ვინმესთვის წაერთმიათ არავის უნხავს მაგრამ, მოსახლეობის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. წარსულის გაკვეთილებით ვერაფერი უნდა ვიწავლოთ?
2 წლის უკან