გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ჰამასი“ ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ესკალაციაში დაადანაშაულა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ჰამასი“ ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ესკალაციაში დაადანაშაულა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა „ჰამასი“ ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ესკალაციაში დაადანაშაულა.

„ჰამასმა“ მიზანმიმართულად გამოიწვია მიმდინარე ესკალაცია, როდესაც ათასობით რაკეტა ისრაელის მიმართულებით გაუშვა. „ჰამასი“ სრულად აცნობიერებდა, რა მოჰყვებოდა ამას“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჰაიკო მაასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასი“ პასუხს აგებს საზარელი ჰუმანიტარული შედეგების დადგომაზე.

„ის, ვინც ასე მოქმედებს, პასუხს აგებს საზარელი ჰუმანიტარული შედეგების დადგომაზე, რის გამოც ორივე მხარეს ასობით ათასი ადამიანი იტანჯება. ისრაელი თავს იცავს, რადგან იძულებულია ეს გააკეთოს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.