განათლების სამინისტრო ყველა ქალბატონს ულოცავს ქალთა დღეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა სარვამარტო საჩუქრები ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმულ პედაგოგებს გადასცეს. მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ოზურგეთის რაიონის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს, 92 წლის ეთერ გარაყანიძეს, რომლიც უკვე 60 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, სახლში ეწვია და ქალთა დღე პირადად მიულოცა. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ კი 8 მარტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 18 წლის ინფორმატიკის მასწავლებელს შალალა ნასიბოვას მულოცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო დანაყოფების თანამშრომელმა 50-მდე ქალმა გნსაკუთრებული დამსხურებისთვის მედალიონი მიიღო. თანამშრომლებს 8 მარტი პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წელს 8 მარტი სამინისტროში პირველად აღინიშნა. სამინისტყროში აცხადბენ, რომ ქალბატონების დაჯილდოება ამიერიდან ტადიცია იქნება.
დევნილთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის42 ე მუხლთან" ერთად ე.წ ტურბაზა დიღომში ჩასახლებულ დევნილ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ქალთა დღესთან დაკვშირებიტ საჩუქრები გადასცეს. ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 ე მუხლის წარმომადგენლებმა ქალბატონებს სხვადასხვა საკითხებზე იურიდიული კონსულტაციაც გაუწიეს და ქალთა უფლებების შესახებ გარკევული ინფორმაცია მიაწოდეს.