სამშენებლო კომპანიები ბანკების წინააღმდეგ. დავის საგანი სესხებთან დაკავშირებული პრობლემებია. დეველოპერები ამტკიცებენ, რომ წამყვანი ქართული ბანკები მათზე სესხს ხელოვნურად არ გასცემენ. ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ბანკების მიერ დაფინანსებული საკუთარი მშენებლობებია. საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად სამშენებლო ფირმები უცხოელ ინვესტორებს ეძებენ. პირველი სპონსორი უკვე მოძებნილია-წლის ბოლოს თბილისში აქსის-თაუერის სამშენებლო პროცესი განახლდება.