ზელენსკი: უკრაინას ომი არ სურს, თუმცა მშვიდობისთვის ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია სჭირდება

ზელენსკი: უკრაინას ომი არ სურს, თუმცა მშვიდობისთვის ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ომი არ სურს, თუმცა მშვიდობისთვის ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია სჭირდება.

„რუსეთის აგრესიის შემდეგ საზოგადოებაში არავის დარჩა ეჭვი, რომ უსაფრთხოება სახელმწიფოს არსებობისა და მისი დამოუკიდებლობის მთავარი პირობაა. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის აგრესიის შეკავებას და საბრძოლო პოტენციალის გაძლიერებას. უკრაინას ომი არ სურს, თუმცა მშვიდობისთვის ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია სჭირდება, ვინაიდან არმია სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტიაა, რათა არავის მოუვიდეს თავში ჩვენს სახელმწიფოს რამე იოლად ან ერთი გასროლის გარეშე წაართვას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრიორიტეტი თავდაცვითი შესაძლებლობებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაა, რათა აგრესორზე ზეწოლა განხორციელდეს.