თეთრი სახლი: ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან

თეთრი სახლი: ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინფორმაცია მიიღო ეროვნული უსაფრთხოების გუნდისგან და რომ ძირითადი აქცენტი სიტუაციის დეესკალაციაზე გაკეთდა.

ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ აშშ გმობს ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევებს და რომ ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ისრაელის უსაფრთხოებასა და ისრაელის ლეგიტიმურ უფლებას თავისი თავი დაიცვას.

„იერუსალიმი დიდი მნიშვნელობის ქალაქია და ის თანაცხოვრების ადგილი უნდა იყოს“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.