პაატა მანჯგალაძე:  გამარჯვების ფორმულაა ჩვენს ხედვაში და არა იმაში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, დავინახეთ, რომ ნიკა მელია მზად არის მოსმენისთვის

პაატა მანჯგალაძე:  გამარჯვების ფორმულაა ჩვენს ხედვაში და არა იმაში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, დავინახეთ, რომ ნიკა მელია მზად არის მოსმენისთვის

ნიკა მელიას მოზომილი განცხადებები ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ სხვა წევრებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ და თვლიან, რომ მხოლოდ თვითონ არიან მართლები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია მზად არის განსხვავებული აზრების მოსმენისთვის.

„ისევ ჩვენს პოზიციაზე ვართ და მისი სისწორე აჩვენა გლდანში ჩატარებულმა არჩევნებმა, როცა საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიიღო 44 პროცენტი, ხოლო ჩვენი სისტემით – ყველა პარტიამ ცალ-ცალკე აიღო 60 პროცენტი. გამარჯვების ფორმულაა ჩვენს ხედვაში და არა იმაში, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი კანდიდატურა დაასახელოს, ხმები მაქსიმალურად მოქაჩოს, ჩვენ ჩვენი კანდიდატი უნდა დავასახელოთ. გვინდა, კონკურენტუნარიანი კანდიდატი დავასახელოთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

mamago პუტკუუნ!
2 წლის უკან