კარგია, რომ ნიკა მელია თავისუფალია, ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ესაა შეთანხმების კონკრეტული შედეგი, რომელსაც ვიმკით. მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, საზღვარგარეთ მივდივარ და როგორც კი ჩამოვალ, შევხვდები და დავილაპარაკებთ, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე კოორდინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ“, - აღნიშნა ვაშაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს ნიკა მელიას კანდიდატურას თბილისის მერად, გიორგი ვაშაძემ ასე უპასუხა: „ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ“. გიორგი ვაშაძემ ასევე არ უპასუხა კითხვას, დაუჭერს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის განხილვას. ამ თემაზეც მისი პასუხი ანალოგიურია „ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ. ამ ყველაფერს სერიოზულ პასუხებს ვერ გავცემ“, - აღნიშნა ვაშაძემ.