იაგო ხვიჩია: ოპოზიციამ ერთმანეთთან ურთიერთობა იმდენად გააფუჭა, რომ ახლა მერობის კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება არაბუნებრივი იქნება

იაგო ხვიჩია: ოპოზიციამ ერთმანეთთან ურთიერთობა იმდენად გააფუჭა, რომ ახლა მერობის კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება არაბუნებრივი იქნება

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციამ შიგნით, ერთმანეთთან ურთიერთობა იმდენად გააფუჭა, რომ ახლა მერობის ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება არაბუნებრივად გამოვა.

„ნიკა მელია პარლამენტში უნდა შევიდეს და საკანონმდებლო საქმიანობა ერთად უნდა გავაგრძელოთ. ლოგიკურად ეს უნდა მოხდეს, მაგრამ რა მოხდება, ღმერთმა იცის. ოპოზიციამ შიგნით, ერთმანეთთან ურთიერთობა იმდენად გააფუჭა, რომ ახლა მერობის ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება არაბუნებრივად გამოვა და ვერ წარმომიდგენია. ოპოზიციის ერთიანობა ოპოზიციის სიძლიერეს არ წარმოადგენს. მირჩევნია, ბულერებს მარტო გავუმკლავდე, ვიდრე კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად, რადგან მათ მიმართ დანარჩენ კოლეგებს ცალკე პრეტენზიები აქვთ. სჯობს, ჩემს თავს მივხედო დამოუკიდებლად“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რატომ არ აწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ არგუმენტის გაგება უჭირს.

„როგორც თქვენ ვერ გაიგეთ არგუმენტი, ასე მიჭირს მეც. განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისგან”, რადგან “ევროპული საქართველო” ხელს მოაწერს თუ არა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისი წევრები პარლამენტის წევრები ისედაც არიან“, - განაცხადა ხვიჩიამ.