გორის მერი გათავისუფლებულ მოადგილეებზე:  ბოლო პერიოდში ისინი სულ სხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებული იმ საქმის ნაცვლად, რაც ევალებოდათ   

გორის მერი გათავისუფლებულ მოადგილეებზე:  ბოლო პერიოდში ისინი სულ სხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებული იმ საქმის ნაცვლად, რაც ევალებოდათ   

გორის მერი  კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მისი უკვე ყოფილი მოადგილეები მისი ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

მისი თქმით,  ბოლო პერიოდში ეს ადამიანები საქმის გაკეთების ნაცვლად გარკვეული პირის რეკლამირებას ეწეოდნენ, ცდილობდნენ თანამშრომლების გადაბირებას და მაშინ როდესაც ამდენი პრობლემა არსებობს, მიუღებელია მათი მაღალ თანამდებობაზე ყოფნა. 

"ბოლო პერიოდში ისინი სულ სხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებული იმ საქმის ნაცვლად, რაც ევალებოდათ"   - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

გორის მერი უარყოფს,  რომ პარტიას სხვა წევრებიც ტოვებენ, რადგან მისთვის როგორც პარტიის თავმჯდომარისთვის, განცხადებით ამ დრომდე არავის მიუმართავს. 
კონსტანტიმე თავზარაშვილმა ასევე უარყო გასათავისუფლებელ ადამიანთა სიის არსებობა და აღნიშნა, რომ კონკურსის წესით დანიშნულ პირებს კანონი იცავს.