თამარ გაბუნია: უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება

თამარ გაბუნია: უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ქვეყანა უკვე პიკურ პერიოდშია.

„კოვიდინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1 500-დან 2 000-მდე მერყეობს. გარკვეულწილად, კარგია ის, რომ არ არის მაჩვენებლის ნახტომისებური მატება. საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.