13 მაისიდან უქმე დღეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება

13 მაისიდან უქმე დღეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება

როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან ეს შეზღუდვები მოიხსნება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.