ზაალ უდუმაშვილი: პარტიაში არაა ჩამოყალიბებული აზრი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით

ზაალ უდუმაშვილი: პარტიაში არაა ჩამოყალიბებული აზრი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით

„ნაციონალური მოძრაობის “ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიაში ჯერ არაა ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, რომ პარტიაში არაა ჩამოყალიბებული აზრი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. არის ორი პოზიცია და ორივე მხარეს არის არგუმენტები. ჩვენ მოვისმენთ ყველა მოსაზრებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, დღეს ან ხვალ ეს არ იქნება. პარალელურად, ნიკა მელია დაიწყებს აქტიურ შეხვედრებს სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან, რათა ჩვენ შევთანხმდეთ საერთო სტრატეგიაზე, რომლითაც ოპოზიცია გავა არჩევნებზე“, - განაცხადა უდუმაშვილმა.