ნიკოლოზ მეტრეველი: მელიას უკანა კარიდან გაყვანაზე აღშფოთდა ის ხალხი, ვინც ციხეებში წამებით სიკვდილამდე მიიყვანა სულხან მოლაშვილი და სხვა ათასობით ადამიანი

ნიკოლოზ მეტრეველი: მელიას უკანა კარიდან გაყვანაზე აღშფოთდა ის ხალხი, ვინც ციხეებში წამებით სიკვდილამდე მიიყვანა სულხან მოლაშვილი და სხვა ათასობით ადამიანი

მელიას უკანა კარიდან გაყვანაზე აღშფოთდა ის ხალხი, ვინც ციხეებში წამებით სიკვდილამდე მიიყვანა სულხან მოლაშვილი და სხვა ათასობით ადამიანი, - ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან შეიცხადეს დღეს ძველი ოპოზიციის ლიდერებმა, როგორ თუ ასეთი ტკივილი მოგვაყენეს იქ მყოფებს და ანზორ მელიას, როდესაც ციხის უკანა კარიდან შეჰკადრეთ ნიკას გარეთ გამოშვებაო!

ამაზე აღშფოთდა ის ხალხი, ვინც პირდაპირი გაგებით ციხეებში წამებით სიკვდილამდე მიიყვანა სულხან მოლაშვილი და სხვა ათასობით ადამიანი!“, - აღნიშნავს ექსპერტი.

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.