აშშ-ში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

აშშ-ში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო-სპრინგზში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა ჯერ 6 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა, - ამის შესახებ BBC წერს.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მოკლულის მეგობარი ბიჭია. დღესასწაული ტრაილერში მოწყობილ მობილურ სახლში იმართებოდა და სროლისას მასში ბავშვებიც იყვნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა, ყველა დაღუპული ზრდასრული ადამიანია.

თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.