ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.