იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა

იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა

იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. ისრაელის პოლიციას ტაძრის მთის ტერიტორიაზე შესვლა და სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწია.

პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის“ ინფორმაციით, შეტაკებების დროს ორასზე მეტი პალესტინელი აქტივისტი დაშავდა.

ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ ათასობით პალესტინელთან რამდენიმესაათიანი შეტაკების შემდეგ ტაძრის მთის ტერიტორიაზე შედარებითი სიმშვიდეა აღდგენილი.

პოლიციის განცხადებით, შეტაკებების შედეგად, ცხრა პოლიციელი დაშავდა.

„ახლა ტაძრის მთაზე სიმშვიდეა და ისრაელის პოლიციის ძალები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და კანონისა და წესრიგის დასაცავად მოქმედებენ“, - ნათქვამია ისრაელის პოლიციის განცხადებაში.