ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ქვეყანა არჩევნების შემდეგ დატოვა, დავით საყვარელიძე კი პარლამენტის წევრია. დეპუტატი უკვე რამდენჯერმე დაიბარეს დაკითხვაზე, თუმცა საგამოზიებო ორგანოში ის მისვლაზე ამჯერადაც უარს აცახდებს და ამბობს, რომ გამომძიებლებს პარლამენტში ელოდება, ოღონდ მათ ვიზიტისთვის არასასეიო დღე უნდა შეარჩიონ. რა მოყვება პროკურატურაში საყვარელიძის გამოუცხადებლობას. მის წინააღმდეგ არანაირი ბერკეტი არ არსებობს, თუმცა იურესტები მიიჩნევენ, რომ საჯარო მოხელემ ხელი უნდა შეუწყოს გამოძიებას, მოწმის მხრიდან კი ასეთი განცხადებების გაკეთება არამართებულია.