იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებებისას 170-მდე ადამიანი დაშავდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებებისას 170-მდე ადამიანი დაშავდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან, პალეტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 163 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა, - ამის შესახებ BBC წერს.

მას შედეგ, რაც შეკრებილებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.

დაშავებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტალის მოწყობა გახდა საჭირო.

ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსი ერთ-ერთი წმინდა ადგილია როგორც ისლამის, ისე, იუდაიზმის აღმსარებელთათვის. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ პალესტინელებს მეჩეთში შესვლის უფლება არ მისცა.