CNN: ჩინეთის კინოთეატრებში დასავლური ფილმები პროგრამებიდან ამოიღეს და ძველ პროპაგანდისტულ ფილმებს აჩვენებენ

CNN: ჩინეთის კინოთეატრებში დასავლური ფილმები პროგრამებიდან ამოიღეს და ძველ პროპაგანდისტულ ფილმებს აჩვენებენ

ოფიციალურმა პეკინმა კინოთეატრებს დაავალა, კომუნისტური პარტიის პროპაგანდისთვის, ძველი ფილმები გაუშვან, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

მედია იუწყება, რომ ჩინელი კინომოყვარულების შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ ბილეთების დასაჯავშნი ვებგვერდებიდან გაქრა პოპულარული დასავლური ფილმები. პროგრამებიდან ამოღებულ ფილმებს შორისაა დასავლური ადაპტაციით შექმნილი „ბეჭდების მბრძანებლის“ სამი ფილმიც.

ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ კინოთეატრებს უბრძანა, კვირაში ორჯერ მაინც აჩვენონ პროპაგანდისტული ფილმები.

წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წელი სრულდება. მედიის ინფორმაციით, აფიშების პროგრამების ცვლილებაც ამას უკავშირდება.