დონალდ ტრამპმა ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა წარადგინა

დონალდ ტრამპმა ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა წარადგინა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა წარადგინა.

ახალი პლატფორმა სახელწოდებით „From the Desk of Donald J. Trump“ (დონალდ ტრამპის სამუშაო მაგიდიდან) შემდეგ ბმულზეა განთავსებული: https://www.donaldjtrump.com/desk

პლატფორმაზე დონალდ ტრამპის განცხადებები და მიმართვებია განთავსებული, რომლის გაზიარება მომხმარებლებს Facebook-სა და Twitter-ზე შეუძლიათ, თუმცა კომენტარების დატოვების ფუნქცია არ არის.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Facebook-ის სამეთვალყურეო საბჭო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 5 მაისს გამოაცხადებს.

Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.