გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს ან საზოგადოებას ემსახუროს ან სააკაშვილს

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს ან საზოგადოებას ემსახუროს ან სააკაშვილს

იმედი არ მაქვს, რომ პარლამენტში ოპოზიცია მუშაობას შეუდგება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

„არც აპირებენ მგონი მუშაობას. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან. რადგან აღმოჩდნენ თავისი პრინციპებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნისა და „ნაცმოძრაობის“ ბულინგის სამიზნე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს ან საზოგადოებას ემსახუროს ან სააკაშვილს.

პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული - ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.