პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა

პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა

პენტაგონმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეწყვიტა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაცვის უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ჯამალ ბრაუნმა განაცხადა, რომ თავდაცვაზე გამოყოფილ თანხებს უწყება კედლის მშენებლობაზე აღარ დახარჯავს, ვინაიდან „თავდაპირველად ეს სახსრები სხვა სამხედრო მისიებისთვის იყო განკუთვნილი“.

ამერიკული მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილების შედეგად 1,4 მილიარდი დოლარი დაიზოგა და ამ თანხის ნაწილი კედლის მშენებლობისგან მიყენებული ეკოლოგიური ზიანის აღმოფხვრაზე დაიხარჯება.

 

Katana . დონალდ ტრამპის აღმა ხნული
ბაიდენმა დაღმა ფარცხა...
ეგ ქვეყანას გამოადგეს,
არ მგონია მაი რაცხა! :)
2 წლის უკან