კერძო მესაკუთრეებს შესაძლოა წართმეული ქონება უკან დაუბრუნონ. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. 9 000-ზე მეტი დაზარალებული 8 წელში და სახელმწიფოსთვის სიმბოლურ ფასად ნაჩუქარი ათასობით ობიექტი-ასეთია პროკურატურის ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაცია. ჩამორთმეულ ობიექტებს შორისაა მაღაზია ,,სონი" დაისანში მდებარე სავაჭრო ცენტრი-ობიექტების ყოფილი მფლობელები მრავალწლიანი დუმილის შემდეგ დღეს დეტალურად იხსენებენ, როგორ დაკარგეს წლების წინ ქონება.