კულიჩი

კულიჩი

ინგრედიენტები

20   გრამი მშრალი საფუარი

350   მლ. შემთბარი რძე

80   გრამი ქიშმიში

50   მლ. კონიაკი

6   ჭიქა ფქვილი

5   ცალი კვერცხი

200   გრამი შაქარი

1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

250   გრამი დარბილებული კარაქი

80   გრამი დაჭრილი ნუში

80   გრამი ცუკატები

მწიკვი მარილი

მომზადება

გახსენით(შეურიეთ კოვზით ან ჩანგლით რომ კარგად გაიხსნას) საფუარი 100მლ თბილ რძეში და დადგით თბილ ადგილას 10 წუთით. ამასობაში კი მცირე ზომის თასში ჩაყარეთ ქიშმიში და მოასხით კონიაკი, რომ გაიჟღინთოს მისით.

გაცერით 1 ჭიქა(125გ) ფქვილი თასში. ნელ-ნელა ჩაუმატეთ დარჩენილი 250მლ შემთბარი რძე და კარგად შეურიეთ. ჩაუმატეთ ქაფწარმოქმნილი რძისა და საფუარის ნარევი და შეურიეთ. გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას 30 წუთით.

მიქსერის გამოყენებით გათქვიფეთ კვერცხის გულები, ჩაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ გათეთრებამდე. ჩაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და გათქვიფეთ; ჩაუმატეთ მცირე ზომის თასიდან გადმოწურული კონიაკიც(ქიშმიში კვლავ თასში დატოვეთ) და კვლავ გათქვიფეთ. ცალკე თასში გათქვიფეთ კვერცხის ცილა და მწიკვი მარილი ჰაეროვანი მასის მიღებამდე.

30 წუთის გასვლის შემდეგ(მეორე ეტაპიდან) დიდი ზომის თასში ცომს შეურიეთ ჯერ კვერცხის გულებიანი მასა და მაშინთვე ცილოვანიც. შემდეგ ჩაუმატეთ დარჩენილი ფქვილიც(საჭიროა რომ მიიღოთ სველი მაგრამ დასამუშავებადი ცომი). გადაიტანეთ ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და ზილეთ 10 წუთის განმავლობაში.

როდესაც ცომი გახდება ელასტიური, ჩააზილეთ კარაკიც. შემდეგ გადაიტანეთ ცომის მასა ოდნავ ცხიმწასმულ თასში, გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი, თხლად შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას 1 საათით და 30 წუთით ასაფუებლად. შემდეგ კი ამოსული ცომი უკან ჩაზილეთ და ზილეთ რამდენიმე წუთით სამუშაო ზედაპირზე.

ცოტაოდენი ფქვილი მოაფრქვიეთ ქიშმიშზე. შემდეგ ეს ქიშმიში, ასევე ნუში და ცუკატები გაანაწილეთ ცომზე და მის გარშემო. ზილეთ სანამ მათგან ყველა არ შეეზილება.

გაყავით ცომი ორ თანაბარ ნაწილად და მოათავსეთ ფორმებში, რომლებშიც ჩაფენილია პერგამენტის ქაღალდი. გადააფარეთ ჩაის ტილო და დაელოდეთ, სანამ ცომი ბოლომდე არ შეავსებს ფორმებს. ამასობაში კი გააცხელეთ ღუმელი 180°C-მდე.

შედგით ფორმები ღუმელში და აცხვეთ 45-60 წუთით, ფორმის ზომის მიხედვით. შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან, მოაშორეთ პერგამენტის ქაღალდი და გააცივეთ. გაცივების შემდეგ მოაყარეთ დაფქული შაქარი და მიირთვით გემრიელად.

მინანქრისთვის: გათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა, შეათქვიფეთ 3 სუფრის კოვზი დაფქული შაქარი და ჩააწურეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.