რატი იონათამიშვილი: ჯანდაცვის მინისტრის მოსმენით არც დაინტერესდა ოპოზიცია, ამით ჩანს ის დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ განვსხვავდებით

რატი იონათამიშვილი: ჯანდაცვის მინისტრის მოსმენით არც დაინტერესდა ოპოზიცია, ამით ჩანს ის დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ განვსხვავდებით

გუშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა, რომელიც იყო საკმაოდ საინტერესო, დაისვა ბევრი კრიტიკული კითხვა, შედგა მინისტრის ინფორმაციული გამოსვლა. ოპოზიცია არ დაინტერესდა ამ ყველაფრით, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი გუშინ, მინისტრის საათის ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძის მოსმენას.

„ამით ჩანს ის დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ განვსხვავდებით. ვისთვის არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და ვინ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ კონკრეტული სახელებისა და გვარებისთვის შემოვიდეს პარლამენტში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.