მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართება

მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართება

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართება.

15 აპრილს საკონსტიტუციო სასმართლომ დაადგინა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვის საფუძველი არსებობს, თუმცა არჩევნები ვერ დაინიშნა, რადგან მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელმა დეპუტატებმა მოლდოვაში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა და მისი გუნდის წევრებმა გაასაჩივრეს.

საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასმართლომ ქვეყანაში მოქმედი საგანგებო რეჟიმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, რამაც მოლდოვის პრეზიდენტს საშუალება მისცა, რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა.