თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია გაჩეჩილაძეს (უცნობი) დაუპირისპირდა.
სიტყვიერი დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როცა გია გაჩეჩილაძე სასამართლოს ეზოში მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა, რომ გია გაჩეჩილაძე ყოველთვის მოძალადეების მხარეს იდგა და ახლაც იგივეს აგრძელებდა.
ამის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა ცხვიტარიასა და გაჩეჩილაძის თანამოაზრეებს შორის.
„თქენ რა იცით, რომ ესენი მოძალადეები არიან, არ არიან ჯერ გასამართლებულები, ბრალდება შეიძლება, ნებისმიერი იყოს, მგრამ ვიდრე განაჩენი არ გამოვა, ესენი არ არიან მოძალადეები. მე დარწმუნებული კი არ ვარ, ველოდები გამოძიებას, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ შეიძლება ადამიანებზე მოძალადის და დამნაშავის ძახილი, ვიდრე ეს არ იქნება გამოძიებული. ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს ძალიან ცუდია. მე არ ვიცი, იქ თავდასხმა მოხდა თუ არა, არ მჯერა მე ვახო სანაიასი. რისიც მჯერა, იმისი მჯერა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.