ლევან იოსელიანის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიღება გარკვეული ვადით გადაიწევს

ლევან იოსელიანის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიღება გარკვეული ვადით გადაიწევს

საარჩევნო რეფორმის მიმართულებით, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიღება გარკვეული ვადით გადაიწევს.

აღნიშნულ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება.

პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, საარჩევნო რეფორმის პროექტი ძალაში 1-ლი მაისიდან უნდა შესულიყო.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განმარტა, იმის გამო, რომ ინიცირებული პროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და ამ დრომდე მის დასკვნას ელოდნენ, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, პროექტის მიღების ვადის გადაწევის თაობაზე.

ლევან იოსელიანის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა და. აღნიშნული პროექტის განხილვაში მათი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.