ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ვაღიაროთ, ნიკა მელიასაგან ლენინის ჩინური ვარიანტი გამოძერწეს

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ვაღიაროთ, ნიკა მელიასაგან ლენინის ჩინური ვარიანტი გამოძერწეს "ნაცებმა"...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ვაღიაროთ, ნიკა მელიასაგან ლენინის ჩინური ვარიანტი გამოძერწეს "ნაცებმა"...

მელიამ ეს თქვა, მელიამ ის თქვა, ყველა ციტატა ვიცით მისი, როგორ სძინავს ციხეში, რას ჭამს, რამდენი კილო დაიკლო..."აპრილის თეზისებიც" კი დაწერა...

ლენინი ციმბირში არ გამოდის, მაგრამ მელია რუსთავშია, თან ძალიან კომფორტულად...

მალე დადგება დრო, ამ სიგიჟეში, როცა ბავშვებს ასწავლიან "მელიას უყვარდა ბავშვები, ბავშვებს უყვარდათ მელია", ან შემოგვითვლის ციხიდან "სწავლა, სწავლა და სწავლა""...